https://sputnik-georgia.com/20260724/jo-uilsonis-sesworebebs-saqartvelos-sesaxeb-ganvitareba-ar-eqneba-deputati-299789298.html
ჯო უილსონის შესწორებებს „აქტში საქართველოს შესახებ“ განვითარება არ ექნება - დეპუტატი
ჯო უილსონის შესწორებებს „აქტში საქართველოს შესახებ“ განვითარება არ ექნება - დეპუტატი
Sputnik საქართველო
შესწორებები ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესახებ საქართველოში და აშშ-ს ახალ სტრატეგიას თბილისთან ურთიერთობისთვის. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T14:38+0400
2026-07-24T14:38+0400
2026-07-24T14:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
აშშ
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251359922_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_23b7d47fcbc8f1b882b35238d81ba1b9.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის ყველა ინიციატივა საქართველოსთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს და მას შემდგომი განვითარებას არ ექნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.დოკუმენტი ავალდებულებს ამერიკის ხელისუფლებას, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობათა სტრატეგია, ასევე შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების შეღწევის მასშტაბი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.გარდა ამისა, ანგარიშმა უნდა შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთისა და ურთიერთქმედების ფორმები.კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ასევე უნდა წარედგინოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც:ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არასაიდუმლო ფორმით, რომელსაც თან ერთვის საიდუმლო დანართი.კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.
საქართველო
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251359922_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_e729151a5644a100609e5b26065353c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ჯო უილსონის შესწორებებს „აქტში საქართველოს შესახებ“ განვითარება არ ექნება - დეპუტატი
შესწორებები ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესახებ საქართველოში და აშშ-ს ახალ სტრატეგიას თბილისთან ურთიერთობისთვის.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის ყველა ინიციატივა საქართველოსთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს და მას შემდგომი განვითარებას არ ექნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
დოკუმენტი ავალდებულებს ამერიკის ხელისუფლებას, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობათა სტრატეგია, ასევე შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების შეღწევის მასშტაბი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.
„ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია. თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა და ახლოს ვართ რუსეთთან, საქართველოში რუსეთის გავლენებია. ვფიქრობ, ამ აქტსაც განვითარება არ ექნება, რადგან ჯო უილსონი მის მიერვე მიღებული აქტის კორექტირებას აკეთებს. ჯამი არ შეიცვლება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.
გარდა ამისა, ანგარიშმა უნდა შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთისა და ურთიერთქმედების ფორმები.
კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ასევე უნდა წარედგინოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც:
განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ გარემოს;
განსაზღვრავს იმ ინსტრუმენტებს, რესურსებსა და დაფინანსებას, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასევე შეაფასებს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში;
განსაზღვრავს, რა მასშტაბით უნდა განაგრძოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში პარტნიორობის განვითარებაში ინვესტირება;
შეაფასებს, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიზნისადმი და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.
ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არასაიდუმლო ფორმით, რომელსაც თან ერთვის საიდუმლო დანართი.
კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.