https://sputnik-georgia.com/20260724/evrokavsiris-mier-yulevis-dasanqcireba-saqartvelosi-gadawyvetilebis-gadaxedvis-imedi-aqvt-299790783.html
ევროკავშირის მიერ ყულევის დასანქცირება: საქართველოში გადაწყვეტილების გადახედვის იმედი აქვს
ევროკავშირის მიერ ყულევის დასანქცირება: საქართველოში გადაწყვეტილების გადახედვის იმედი აქვს
Sputnik საქართველო
შეზღუდვები ექვს თვეში ამოქმედდება, მანამდე კი კომპანია ეცდება ბრიუსელის დარწმუნებას, რომ სანქცირებული ტვირთებით ოპერაციები არ განხორციელებულა. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T17:50+0400
2026-07-24T17:50+0400
2026-07-24T17:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოში ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, რადგან ქარხნის ხელმძღვანელობამ ევროკავშირს სანქციების საწინააღმდეგო არგუმენტები წარუდგინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.მისი თქმით, ყულევის ხელმძღვანელობამ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რომ იქ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა და მსგავსი არც შეიმჩნეოდა.„იმედია, ევროკავშირთან საერთო ენას ნახავენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.ოპოზიციის რეაქციაამასთან, ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, ყულევის ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს „უკიდურესად სერიოზული პოლიტიკური სიგნალი“ და საქართველოს მთავრობის „განაჩენი“ უწოდა.მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეზღუდვები ქართული საწარმოს წინააღმდეგ არა ერთი ევროპული სახელმწიფოს, არამედ მთელი ევროკავშირის მიერ დაწესდა.მან აღნიშნა, რომ საქართველო უნდა აღიქმებოდეს ევროპისთვის სანდო პარტნიორად, ძლიერ სატრანზიტო ქვეყანად, რომლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უნდა აღიქმებოდეს უსაფრთხო კარიბჭედ ევროპასა და აზიას შორის.გეგელიას თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ინფრასტრუქტურის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ ეს სტატუსი სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისა და მიზნისგან.ევროკავშირის გადაწყვეტილებაევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვები დააწესა 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირის მიმართ.კერძოდ, ევროკავშირმა აკრძალა ყველა ფინანსური და კომერციული ტრანზაქცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.ევროკავშირის საბჭოს ვერსიით, საწარმო დაკავებულია რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადამუშავებით, საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლით.იმისათვის, რომ ევროპელ ოპერატორებს ჰქონდეთ დრო, დაასრულონ თავიანთი მიმდინარე კონტრაქტები, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.გარდა ამისა, საქართველო ასევე მოხვდა კრიპტოვალუტების გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შემზღუდავ ღონისძიებებში. ევროკავშირმა სატრანზაქციო აკრძალვა გაავრცელა 14 კრიპტო პლატფორმაზე, რომლებიც რეგისტრირებულია რამდენიმე იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პანამაში, ყირგიზეთში, ბელარუსსა და მარშალის კუნძულებზე.ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ევროკავშირის მიერ ყულევის დასანქცირება: საქართველოში გადაწყვეტილების გადახედვის იმედი აქვს
შეზღუდვები ექვს თვეში ამოქმედდება, მანამდე კი კომპანია ეცდება ბრიუსელის დარწმუნებას, რომ სანქცირებული ტვირთებით ოპერაციები არ განხორციელებულა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოში ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, რადგან ქარხნის ხელმძღვანელობამ ევროკავშირს სანქციების საწინააღმდეგო არგუმენტები წარუდგინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
„იმედს ვიტოვებთ, ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციები არ ამოქმედდება. რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა, რომ სანქციები არ ამოქმედდეს და გადახედილი იყოს, რადგან არსებულ კომპანიას არგუმენტები აქვს... ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არ ერევა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ყულევის ხელმძღვანელობამ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რომ იქ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა და მსგავსი არც შეიმჩნეოდა.
„იმედია, ევროკავშირთან საერთო ენას ნახავენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, ყულევის ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს „უკიდურესად სერიოზული პოლიტიკური სიგნალი“ და საქართველოს მთავრობის „განაჩენი“ უწოდა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეზღუდვები ქართული საწარმოს წინააღმდეგ არა ერთი ევროპული სახელმწიფოს, არამედ მთელი ევროკავშირის მიერ დაწესდა.
„ეს არ არის ერთი კომპანიის, ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი“, - განაცხადა გეგელიამ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო უნდა აღიქმებოდეს ევროპისთვის სანდო პარტნიორად, ძლიერ სატრანზიტო ქვეყანად, რომლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უნდა აღიქმებოდეს უსაფრთხო კარიბჭედ ევროპასა და აზიას შორის.
გეგელიას თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ინფრასტრუქტურის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ ეს სტატუსი სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისა და მიზნისგან.
ევროკავშირის გადაწყვეტილება
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვები დააწესა 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირის მიმართ.
კერძოდ, ევროკავშირმა აკრძალა ყველა ფინანსური და კომერციული ტრანზაქცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.
ევროკავშირის საბჭოს ვერსიით, საწარმო დაკავებულია რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადამუშავებით, საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლით.
იმისათვის, რომ ევროპელ ოპერატორებს ჰქონდეთ დრო, დაასრულონ თავიანთი მიმდინარე კონტრაქტები, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
გარდა ამისა, საქართველო ასევე მოხვდა კრიპტოვალუტების გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შემზღუდავ ღონისძიებებში. ევროკავშირმა სატრანზაქციო აკრძალვა გაავრცელა 14 კრიპტო პლატფორმაზე, რომლებიც რეგისტრირებულია რამდენიმე იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პანამაში, ყირგიზეთში, ბელარუსსა და მარშალის კუნძულებზე.
ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.