ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ხედები
ბათუმის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი შემცირდა 26,4%-ით.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. 2026 წლის ივნისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.468 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 28,2%-ით და 100 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი შემცირდა 26,4%-ით.
2026 წლის ივნისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 22,6%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.455 დოლარი შეადგინა. ფასების ზრდაზე ძირითადიგავლენა მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 30,4%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 13,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციებში უცხოელი მყიდველების წილი გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა. როგორც არსებულ, ასევე ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდის 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის.
საერთო ჯამში, 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმში 7.838 ბინა გაიყიდა - ეს არის 11,4%-იანი ზრდა 2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 29%-ით გაიზარდა და 507 მილიონ დოლარს მიაღწია.
2025 წელს ბათუმში 16.596 ბინა გაიყიდა, რაც 14,9%-ით მეტი ბინა 2024 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 32,6%-ით გაიზარდა და 978,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0