https://sputnik-georgia.com/20260723/veraze-srola-iyo-darupulia-mozardi-299767030.html
ვერაზე სროლა იყო - დაღუპულია მოზარდი
ვერაზე სროლა იყო - დაღუპულია მოზარდი
Sputnik საქართველო
სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მსროლელი მალევე დააკავეს, მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, აცხადებენ შსს-ში 23.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-23T09:38+0400
2026-07-23T09:38+0400
2026-07-23T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291352487_0:154:3072:1882_1920x0_80_0_0_0b6beb76283e4cdb5e9dfc75129d2887.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ოთხშაბათს საღამოს ვერაზე სროლა იყო - დაჭრილია ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, განცხადებას შსს ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291352487_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_f0b497f2262c0c819cc6d8779e48aeb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ვერაზე სროლა იყო - დაღუპულია მოზარდი
სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მსროლელი მალევე დააკავეს, მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, აცხადებენ შსს-ში
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ოთხშაბათს საღამოს ვერაზე სროლა იყო - დაჭრილია ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, განცხადებას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.