თბილისის სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
ანდრია ლილუაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება,
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ანდრია ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1.365.000 აშშ დოლარი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები, ანდრია ლილუაშვილმა როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.
ანდრია ლილუაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ.
2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 104 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც თანამდებობის პირის მიერ უკანონო მოგების მიღებას უკავშირდება.
ანდრია ლილუაშვილი 2025 წლის ნოემბერში დააკავეს, თავად გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით - დეკემბრის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0