https://sputnik-georgia.com/20260723/sar-azrze-dabruneba-tbilisma-berlinis-politikasi-cvlilebebi-dainaxa-299777413.html
საღ აზრზე დაბრუნება: თბილისმა ბერლინის პოლიტიკაში ცვლილებები დაინახა
საღ აზრზე დაბრუნება: თბილისმა ბერლინის პოლიტიკაში ცვლილებები დაინახა
Sputnik საქართველო
თბილისს იმედი აქვს, რომ ახალი ელჩის დანიშვნა ორმხრივ კონტაქტებს ხანგრძლივი პაუზიდან გამოსვლას შეუწყობს ხელს. 23.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-23T18:44+0400
2026-07-23T18:44+0400
2026-07-23T18:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
ქართული ოცნება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249120328_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_27bdd6af2107ab95f74333ef67d6dccc.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ბიზნეს კავშირების აღდგენის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ალექსანდრე კარტოზიამ, რომელიც გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა, ქვეყნის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცა. პეტერ ფიშერს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, ელჩის უფლებამოსილების ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა. სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.მისი თქმით, თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუარესდა გერმანიის ყოფილი ელჩის, პიტერ ფიშერის ქმედებების გამო, რომელმაც, პარლამენტის წევრის თქმით, გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ წაახალისა.„გერმანიიდან გარკვეული პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდნენ. ეს ელჩის მხრიდანაც მრავალმხრივ იყო წახალისებული. ბუნებრივია, ამან თავისი ნეგატიური კვალი დატოვა. ვითარება იცვლება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.მმართველი პარტიის დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ცვლილებები შესაძლებელია პიტერ ფიშერის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ. მან დაადასტურა, რომ ბერლინის ქმედებები შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დასაწყისი იყოს.გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249120328_198:0:2763:1924_1920x0_80_0_0_bb288ab1433439c24d3a177c5f112bf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საღ აზრზე დაბრუნება: თბილისმა ბერლინის პოლიტიკაში ცვლილებები დაინახა
თბილისს იმედი აქვს, რომ ახალი ელჩის დანიშვნა ორმხრივ კონტაქტებს ხანგრძლივი პაუზიდან გამოსვლას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ბიზნეს კავშირების აღდგენის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ალექსანდრე კარტოზიამ, რომელიც გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა, ქვეყნის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცა. პეტერ ფიშერს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, ელჩის უფლებამოსილების ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა. სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
„ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუარესდა გერმანიის ყოფილი ელჩის, პიტერ ფიშერის ქმედებების გამო, რომელმაც, პარლამენტის წევრის თქმით, გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისკენ წაახალისა.
„გერმანიიდან გარკვეული პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ და პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდნენ. ეს ელჩის მხრიდანაც მრავალმხრივ იყო წახალისებული. ბუნებრივია, ამან თავისი ნეგატიური კვალი დატოვა. ვითარება იცვლება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მმართველი პარტიის დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ცვლილებები შესაძლებელია პიტერ ფიშერის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ. მან დაადასტურა, რომ ბერლინის ქმედებები შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დასაწყისი იყოს.
„გვახსოვს, ბატონი ფიშერი როგორ მოგვევლინა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტად. რასაც ახლა გერმანული მხარე აკეთებს, ამას საღ აზრზე დაბრუნება ჰქვია და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".