"ზაფხულის ცხელ დღეებში მატულობს ნაწლავთა ინფექციები": NCDC მოქალაქეებს მიმართავს

© photo: NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა — ხელების ხშირი, გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) რეკომენდაციებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები, საკვებით მოშხამვების რაოდენობა, რის გამოც აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
პროდუქტების შენახვა
სწორი გამოყენება
სწორად მომზადება
სუფთა ხელები
პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი მოხმარებამდე გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით.
სასმელი წყლის უვნებლობაში დარწმუნებული თუ არ ხართ, იგი აუცილებლად უნდა ადუღდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას შეახსენებს, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა — ხელების ხშირი, გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ.
ყველა ახალი ამბავი
0