„საქართველოს ფოსტამ" პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

© photo: courtesy of Georgian Postფოსტის კურიერი
ფოსტის კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
ერაძის განცხადებით, ახალი პარტნიორობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა „საქართველოს ფოსტას" საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. „საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოჯისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული შეთანხმება „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის გიორგი ერაძის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღწეული, რაც საქართველოს რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მოხარულები ვართ, რომ Alibaba Group-ის ლოჯისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გაფორმებული შეთანხმება „საქართველოს ფოსტას" შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები საერთაშორისო ელექტრონული კომერციისა და ლოჯისტიკის მიმართულებით და აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში", - განაცხადა ერაძემ.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველო მოემსახურება ამანათებისა და ტვირთების ნაკადებს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსის მიმართულებით.
„ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ეფექტურად მოემსახურება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე რეგიონის მასშტაბით სერვისის მომხმარებლებს", - განაცხადა ერაძემ.
ერაძის თქმით, ახალი პარტნიორობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა „საქართველოს ფოსტას" საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბის განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო გზავნილების მიღება, დახარისხება და შემდგომი ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ოპერაციების მოცულობას და ქვეყნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.
„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის-ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" EMS გაერთიანების წევრია 2001 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0