https://sputnik-georgia.com/20260722/policiam-taglitobis-braldebit-1-piri-daakava-299754300.html
დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მეგობრის 16,8 ათასი დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა
დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მეგობრის 16,8 ათასი დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T13:26+0400
2026-07-22T13:26+0400
2026-07-22T13:26+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა. „აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16.800 აშშ დოლარს თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“, - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მეგობრის 16,8 ათასი დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა.
„აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16.800 აშშ დოლარს თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.