გარდაბანში ორმა პირმა თანასოფლელი სცემა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0