https://sputnik-georgia.com/20260721/martvis-mowmobis-sagamocdo-marshrutebi-icvleba-299729763.html
რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტები 22 ივლისიდან იცვლება
რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტები 22 ივლისიდან იცვლება
Sputnik საქართველო
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T14:00+0400
2026-07-21T14:00+0400
2026-07-21T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/50/244995003_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e061d3002085ffbbecb2c371d5695f28.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის) საგამოცდო მარშრუტები შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილების მიზანი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესებაა. ცვლილებები კონკრეტული ქალაქებისა და კატეგორიების მიხედვით:მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის) გამოცდა რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში ტარდება. საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/50/244995003_245:0:2976:2048_1920x0_80_0_0_92971afc1a164bd97e6024904bf1dc0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტები 22 ივლისიდან იცვლება
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის) საგამოცდო მარშრუტები შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილების მიზანი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესებაა.
ცვლილებები კონკრეტული ქალაქებისა და კატეგორიების მიხედვით:
რუსთავში – სატრანსპორტო საშუალების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ხუთი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;
თელავში – სატრანსპორტო საშუალების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ორი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით. ასევე C კატეგორიისთვის და C1/D1 ქვეკატეგორიებისთვის განკუთვნილი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტით.
საჩხერეში – სატრანსპორტო საშუალების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტები სრულად ჩანაცვლდება ოთხი ახალი მარშრუტით.
მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის) გამოცდა რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში ტარდება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.