საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, დოკუმენტის მისაღებად დაიცვან განსაზღვრული ვადები.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან, 20 ივლისიდან დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
„2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა).
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, დოკუმენტის მისაღებად დაიცვან განსაზღვრული ვადები.
ყველა ახალი ამბავი
0