პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას გეგმავდნენ.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მომზადების ბრალდებით თბილისში უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკების გავრცელების სქემა შეიმუშავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულთა მიერ მითითებული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 18 - 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0