https://sputnik-georgia.com/20260720/ministri-qartuli-kompaniebi-msoplio-donis-motamasheebi-unda-gaxdnen-299724842.html
მინისტრი: ქართული სამშენებლო კომპანიები მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა გახდნენ
მინისტრი: ქართული სამშენებლო კომპანიები მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა გახდნენ
Sputnik საქართველო
სოხაძის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T21:36+0400
2026-07-20T21:36+0400
2026-07-20T21:35+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486389_0:193:2956:1856_1920x0_80_0_0_20b89328ed3a06523fabd9f4f486d019.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია, ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად აქციოს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, უწყების მთავარი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ იმ ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარებაა, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას შეძლებენ.მისი თქმით, თუ დღეს უცხოური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, დადგება დრო, როდესაც ქართული კომპანიებიც შეძლებენ სხვა ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.როგორც სოხაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის მიმართ უკომპრომისო პოლიტიკას გააგრძელებს, რაც კომპანიებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ უბიძგებს.მინისტრის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.„სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით შევძლებთ ძლიერი ქართული სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა სოხაძემ.მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და მზად არის, ყველა პრობლემასა და ხარვეზზე ღიად იმუშაოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486389_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_a613cb03d05c9a79e457b3345800cad1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი: ქართული სამშენებლო კომპანიები მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა გახდნენ
სოხაძის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია, ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად აქციოს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, უწყების მთავარი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ იმ ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარებაა, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას შეძლებენ.
„საქართველოში არაერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს არის გამოცდილება, რომელიც ქართულმა კომპანიებმა უნდა დააგროვონ, რათა მომავალში წარმატებით იმუშაონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, თუ დღეს უცხოური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, დადგება დრო, როდესაც ქართული კომპანიებიც შეძლებენ სხვა ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
როგორც სოხაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის მიმართ უკომპრომისო პოლიტიკას გააგრძელებს, რაც კომპანიებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ უბიძგებს.
„შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევა კომპეტენციის ნაკლებობაც იყოს, თუმცა თამაშის წესებს სახელმწიფო ადგენს. როდესაც ხარისხის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის მკაფიო და უცვლელი იქნება, კომპანიებიც ამ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებენ. მიხარია, თუ ამ პროცესში ქართული კომპანიები სწრაფად გაძლიერდებიან“, - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.
„სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით შევძლებთ ძლიერი ქართული სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და მზად არის, ყველა პრობლემასა და ხარვეზზე ღიად იმუშაოს.