https://sputnik-georgia.com/20260720/biznesi-xelovnur-inteleqts-aqtiurad-nergavs-299712658.html
საქართველოში ბიზნესი აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - კვლევის შედეგები
საქართველოში ბიზნესი აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 13%-ს ხელოვნური ინტელექტი უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T12:56+0400
2026-07-20T12:56+0400
2026-07-20T12:56+0400
საქართველო
საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_7346f32ec808a738d8adc4f1a6017f1a.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოში გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის პროცესშია, ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის 9-დან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში. BAG-ის ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს საქართველოში ბიზნეს-კლიმატის, დასაქმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მეორე კვარტლის გამოკითხვაში ანკეტას დაემატა კითხვები კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებისა და ბიზნეს-პროცესებზე მისი გავლენის შესაფასებლად.კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 47%-მა განაცხადა, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დაგეგმვისა თუ კვლევის პროცესშია, 24% ხელოვნურ ინტელექტს უკვე სატესტო რეჟიმში იყენებს, 16% არ იყენებს და უახლოეს მომავალში არც გეგმავს, ხოლო 13%-მა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში.2026 წლის მეორე კვარტალში სექტორების მიხედვით:გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მარკეტინგისა და კონტენტის შექმნისთვის (20%) იყენებენ. შემდეგ თანაბარი წილით მოდის ფინანსებისა და რისკების მართვა (15%) და მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი (15%).გამოკითხულმა კომპანიებმა ასევე შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარებაა წარმოადგენს (79%). გამოკითხულთა 11%-ის აზრით, AI-ს დანერგვამ ადამიანური შეცდომები შეამცირა, ხოლო 5%-ის შეფასებით – მომსახურებისა და/ან პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესა.რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას თანამშრომელთა რაოდენობაზე, კომპანიების 79% მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა რიცხოვნობა არ შეცვლილა, თუმცა, მათ მიერ შესრულებული რუტინული სამუშაოს მოცულობა შემცირდა. კიდევ 13% თვლის, რომ ხელოვნურ ინტელექტს გავლენა არ მოუხდენია თანამშრომელთა რაოდენობაზე, 5%-მა განაცხადა შტატის გაზრდის, ხოლო 3%-მა – მისი შემცირების შესახებ.რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიების 65% მომდევნო 1-2 წელიწადში გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, 16% შეინარჩუნებს მას არსებულ ნიშნულზე, 18% კი არ გეგმავს ბიუჯეტის გამოყოფას.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1200-ზე მეტ კომპანიას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_01443e109bc89dcad28d55263c118f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ბიზნესი აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - კვლევის შედეგები
გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 13%-ს ხელოვნური ინტელექტი უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოში გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის პროცესშია, ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.
კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის 9-დან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში. BAG-ის ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს საქართველოში ბიზნეს-კლიმატის, დასაქმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მეორე კვარტლის გამოკითხვაში ანკეტას დაემატა კითხვები კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებისა და ბიზნეს-პროცესებზე მისი გავლენის შესაფასებლად.
კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 47%-მა განაცხადა, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დაგეგმვისა თუ კვლევის პროცესშია, 24% ხელოვნურ ინტელექტს უკვე სატესტო რეჟიმში იყენებს, 16% არ იყენებს და უახლოეს მომავალში არც გეგმავს, ხოლო 13%-მა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში.
2026 წლის მეორე კვარტალში სექტორების მიხედვით:
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესწავლის ან დანერგვის დაგეგმვის ეტაპზე მყოფი კომპანიების ყველაზე დიდი წილი ვაჭრობისა (54%) და მშენებლობის (50%) სექტორებში დაფიქსირდა;
ხელოვნური ინტელექტის სატესტო რეჟიმში დანერგვის ეტაპზე მყოფი კომპანიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორსა და მშენებლობაში (33-33%) გამოვლინდა;
კომპანიები, რომლებიც არ იყენებენ და არც გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში (28%) არიან წარმოდგენილი;
სრულად ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ხშირად მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში (15-15%) გვხვდებოდა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მარკეტინგისა და კონტენტის შექმნისთვის (20%) იყენებენ. შემდეგ თანაბარი წილით მოდის ფინანსებისა და რისკების მართვა (15%) და მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი (15%).
გამოკითხულმა კომპანიებმა ასევე შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარებაა წარმოადგენს (79%). გამოკითხულთა 11%-ის აზრით, AI-ს დანერგვამ ადამიანური შეცდომები შეამცირა, ხოლო 5%-ის შეფასებით – მომსახურებისა და/ან პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესა.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას თანამშრომელთა რაოდენობაზე, კომპანიების 79% მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა რიცხოვნობა არ შეცვლილა, თუმცა, მათ მიერ შესრულებული რუტინული სამუშაოს მოცულობა შემცირდა. კიდევ 13% თვლის, რომ ხელოვნურ ინტელექტს გავლენა არ მოუხდენია თანამშრომელთა რაოდენობაზე, 5%-მა განაცხადა შტატის გაზრდის, ხოლო 3%-მა – მისი შემცირების შესახებ.
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად სპეციალისტების დეფიციტი (30%) სახელდება. მას მოჰყვება ქართული ენის მხარდაჭერის ნაკლებობა ტექნოლოგიებში (16%) და მონაცემების სიმცირე ან გაუმართავი სტრუქტურა (16%).
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიების 65% მომდევნო 1-2 წელიწადში გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, 16% შეინარჩუნებს მას არსებულ ნიშნულზე, 18% კი არ გეგმავს ბიუჯეტის გამოყოფას.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1200-ზე მეტ კომპანიას.