„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – რამდენი დანაშაულია ჩადენილი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისსთვის ბრალი 265 პირს წაუყენეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, ბრალდებულთაგან 89 პირს ბრალი ედება კრიმინალური სამყაროს წევრობაში ან „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარებაში, რაც ასევე დანაშაულია საქართველოში.
კიდევ 69 პირს ბრალი ედება კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის ან „კანონიერი ქურდებისთვის“ მიმართვის ფაქტზე. დანარჩენ პირებს ბრალი ედებათ კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერაში, ან ე.წ. „ქურდულ დაპირისპირებებში“ მონაწილეობაში.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0