მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება: ბუდაპეშტმა მოლაპარაკების ორი კლასტერის დაწყება დაბლოკა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის და ევროკავშირის დროშები
უკრაინის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2026
გამოწერა
უკრაინისა და მოლდოვასთვის კლასტერების გახსნის საკითხი მომავალ კვირას ხელახლა განიხილებოდა - ევროკავშირის საბჭოში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ორი კლასტერის გახსნა დაბლოკა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“.
„ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის (COELA) პარასკევს, 17 ივლისს გამართულ სხდომაზე უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის მოლაპარაკების #2 და #3 კლასტერების გახსნის პროცესის დაწყებაზე, მაგრამ დათანხმდა მოლდოვასთვის #3 კლასტერის გახსნას“, - იტყობინება გამოცემის ვებსაიტი.
გამოცემა განმარტავს, რომ კონსენსუსის არარსებობის გამო გადაწყდა, რომ უკრაინისა და მოლდოვის კლასტერული სკრინინგის შედეგების დამტკიცების საკითხი ხელახლა განიხილონ შემდეგ შეხვედრაზე, ოთხშაბათს, 22 ივლისს.
უფრო ადრე, ივნისის დასაწყისში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი, ტრანსკარპატიის უნგრელებისთვის უფლებების აღდგენის შესახებ კიევთან შეთანხმების შემდეგ, ხელს არ შეუშლის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. თუმცა, უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას და იცავს „დამსახურებაზე დაფუძნებულ“ მიდგომას.
ყველა ახალი ამბავი
0