უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა სცადა

აბები - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2026
გამოწერა
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინის" შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0