საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ტრენდებს ეცნობა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia მსოფლიო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე ჩინეთში
 მსოფლიო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2026
გამოწერა
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია შანხაიში 17 ივლისიდან იმართება.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. შანხაიში გამართულ მასშტაბურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიებს გაეცნენ. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შანხაიში 17 ივლისიდან ტარდება მსოფლიო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა "პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში, ქვრივიშვილმა შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართული გამოფენა დაათვალიერა. დელეგაციას შანხაის მერის მოადგილე ჩჟუ მინი მასპინძლობდა.
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია (WAIC) მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი და გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება. ღონისძიება ტრადიციულად განიხილავს გლობალური ტექნოლოგიების მართვას, ეთიკურ სტანდარტებსა და უსაფრთხოებას, ასევე აქ ფორმდება ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებები.
ყველა ახალი ამბავი
0