https://sputnik-georgia.com/20260718/qvrivisvili-saqartvelo-cinetis-partnioroba-saerto-miznebis-mirwevis-sesazleblobas-izleva-299700897.html
ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა
ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შანხაიში WAIC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობაზე და... 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-18T20:24+0400
2026-07-18T20:24+0400
2026-07-18T20:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ჩინეთი
ხელოვნური ინტელექტი
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/12/299697090_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_968a0a15e8ed5b47c61ab410234a95a3.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ საქმეებში გადაიზარდოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს.მისი თქმით, ასეთი პარტნიორობის მაგალითია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას (NDRC) შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ქართულ-ჩინური სამუშაო ჯგუფის შექმნა.„დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი“, - აღნიშნა მან.საქართველო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შერიქმნას ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი, განაცხადა მინისტრმა.გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.„ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.შანხაიში 17 ივლისიდან ტარდება მსოფლიო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა "პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.ღონისძიების ფარგლებში, ქვრივიშვილმა შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართული გამოფენა დაათვალიერა. დელეგაციას შანხაის მერის მოადგილე ჩჟუ მინი მასპინძლობდა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია (WAIC) მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი და გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება. ღონისძიება ტრადიციულად განიხილავს გლობალური ტექნოლოგიების მართვას, ეთიკურ სტანდარტებსა და უსაფრთხოებას, ასევე აქ ფორმდება ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებები.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/12/299697090_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_a1ce8d25c519842eef1258dfaa637e70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი, ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი, ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შანხაიში WAIC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობაზე და საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლზე ისაუბრა.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ საქმეებში გადაიზარდოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს.
„ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი პარტნიორობის მაგალითია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას (NDRC) შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ქართულ-ჩინური სამუშაო ჯგუფის შექმნა.
„დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი“, - აღნიშნა მან.
საქართველო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შერიქმნას ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი, განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.
„ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
შანხაიში 17 ივლისიდან ტარდება მსოფლიო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა "პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.
ღონისძიების ფარგლებში, ქვრივიშვილმა შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართული გამოფენა დაათვალიერა. დელეგაციას შანხაის მერის მოადგილე ჩჟუ მინი მასპინძლობდა.
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია (WAIC) მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი და გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება. ღონისძიება ტრადიციულად განიხილავს გლობალური ტექნოლოგიების მართვას, ეთიკურ სტანდარტებსა და უსაფრთხოებას, ასევე აქ ფორმდება ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებები.