კახეთში მამაკაცი მშობლებს მოკვლით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0