რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული დაფნა - ახალი ინფორმაცია

დაფნის ფოთოლი
დაფნის ფოთოლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2026
გამოწერა
ერთი კილოგრამის საშუალო ფასმა 4,1 დოლარი შეადგინა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქართული დაფნის ფოთლის ძირითადი იმპორტიორი ჩინეთი გახდა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2026 წლის ექვს თვეში ჩინეთზე მოდის ექსპორტის 73%, ხოლო 15% გავიდა რუსეთში.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 17,3 მლნ დოლარის ღირებულების 4,2 ათასი ტონა დაფნის ექსპორტი განახორციელა.
ერთი კილოგრამის საშუალო ფასმა 4,1 დოლარი შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ექვს თვეში ინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 27%-ით, ხოლო მისი ღირებულება - 23%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0