https://sputnik-georgia.com/20260716/tavsesafari-ass-si-yalbi-qeisebis-damzadebistvis-dakavebulebs-patimroba-seefardat-299669086.html
თავშესაფარი აშშ-ში: ყალბი "ქეისების" დამზადებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თავშესაფარი აშშ-ში: ყალბი "ქეისების" დამზადებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი... 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T18:41+0400
2026-07-16T18:41+0400
2026-07-16T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291190351_0:50:3073:1779_1920x0_80_0_0_a8ada4c6bff5d4228679ee603729b64b.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2". ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიების მიხედვით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საქართველოში არარსებული დევნის ისტორიებს უწერდნენ - სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ართმევდნენ. ამოღებულია რამდენიმე ასეული ადამიანის ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები. ანალოგიური დანაშაულებრივი ორი ჯგუფი სამართალდამცველებმა ამერიკის საელჩოს დახმარებით ივნისის დასაწყისშიც დააკავეს. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას, ორგანიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675.794 ლარის, 388.526 დოლარის და 4.964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. საქმეზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291190351_220:0:2951:2048_1920x0_80_0_0_529f88e6265f6f95f31d892160f09385.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, აშშ
თავშესაფარი აშშ-ში: ყალბი "ქეისების" დამზადებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიების მიხედვით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საქართველოში არარსებული დევნის ისტორიებს უწერდნენ - სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ართმევდნენ. ამოღებულია რამდენიმე ასეული ადამიანის ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები. ანალოგიური დანაშაულებრივი ორი ჯგუფი სამართალდამცველებმა ამერიკის საელჩოს დახმარებით ივნისის დასაწყისშიც დააკავეს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სამი ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ, რომლის მიმართაც გირაოს განსაზღვრას ითხოვდა ბრალდების მხარე, აღნიშნული დააკმაყოფილა. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", - განაცხადა საქმის პროკურორმა მარიამ გიგაურმა.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას, ორგანიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება.
უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675.794 ლარის, 388.526 დოლარის და 4.964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
გამოძიება სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.