საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

გამოწერა
უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0