https://sputnik-georgia.com/20260716/gaertianebuli-wyalmomaragebis-kompania-regionebsi-axal-specteqnikas-gaagzavnis-299669408.html
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რეგიონებში ახალ სპეცტექნიკას გააგზავნის
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რეგიონებში ახალ სპეცტექნიკას გააგზავნის
Sputnik საქართველო
ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T19:17+0400
2026-07-16T19:17+0400
2026-07-16T19:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24071/46/240714659_0:71:1368:841_1920x0_80_0_0_708596e17b4b4695cdff6284ff1ac217.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ს ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სპეცტექნიკა გამოყენებული იქნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების, ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის, მიწის სამუშაოებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად. "ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, გააუმჯობესებს ავარიულ შემთხვევებზე რეაგირების შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხს", - აღნიშულია ინფორმაციაში. უწყების განცხადებით, შეძენილი ტექნიკა ეტაპობრივად გადანაწილდება კომპანიის ოპერირების არეალში შემავალ ყველა რეგიონში, რეგიონულ სერვისცენტრებსა და შესაბამის საოპერაციო ერთეულებში, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ტექნიკური რესურსების განახლებასა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას ეტაპობრივად განაგრძობს. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 397.005 საყოფაცხოვრებო და 31.508 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურება. კომპანიის ძირითადი საქმიანობა წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანიის ოპერირების არეალშია ასევე ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24071/46/240714659_76:0:1292:912_1920x0_80_0_0_1bf80c652b5377dd746a8427fad5c6b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რეგიონებში ახალ სპეცტექნიკას გააგზავნის
ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ს ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სპეცტექნიკა გამოყენებული იქნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების, ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის, მიწის სამუშაოებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად.
"ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, გააუმჯობესებს ავარიულ შემთხვევებზე რეაგირების შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, შეძენილი ტექნიკა ეტაპობრივად გადანაწილდება კომპანიის ოპერირების არეალში შემავალ ყველა რეგიონში, რეგიონულ სერვისცენტრებსა და შესაბამის საოპერაციო ერთეულებში, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ტექნიკური რესურსების განახლებასა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას ეტაპობრივად განაგრძობს.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 397.005 საყოფაცხოვრებო და 31.508 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურება.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება.
კომპანიის ოპერირების არეალშია ასევე ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.