https://sputnik-georgia.com/20260715/shss-121-piri-narkodanashaulistvis-daakava-299651726.html
მასშტაბური სპეცოპერაცია: დაკავებული 121 პირიდან 59 ნარკორეალიზატორია
მასშტაბური სპეცოპერაცია: დაკავებული 121 პირიდან 59 ნარკორეალიზატორია
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ექვს თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი. 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-15T12:00+0400
2026-07-15T12:00+0400
2026-07-15T12:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_0:2:2596:1462_1920x0_80_0_0_f3f7c36dde7333cfc4e3997802c0d0d9.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, რომელთა შორის 59 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ასევე დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_322:0:2274:1464_1920x0_80_0_0_894338769daf8dc00e316eee63076e8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
მასშტაბური სპეცოპერაცია: დაკავებული 121 პირიდან 59 ნარკორეალიზატორია
მიმდინარე წლის ექვს თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, რომელთა შორის 59 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ და სხვ.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
ასევე დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.