საქართველოში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135. 545 ლარი შეადგინა.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 420 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონით 27 გრამი) ნაკეთობები და აღმოაჩინეს.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ძვირფასეულობა აღნიშნულ პირს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135. 545 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0