მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი სამხედრო ასაკის უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის პირობებს ამკაცრებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
გადაწყვეტილება ძალაში შევა საბოლოო დამტკიცებისა და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2027 წლის მარტიდან სამხედრო ასაკის უკრაინელები ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარს მიიღებენ - შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭომ გაავრცელა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გადაწყვეტილება დაკავშირებულია თავდაცვის სფეროში უკრაინის საჭიროებების ცვლილებასთან.
„სამომავლოდ დროებითი დაცვის სტატუსი მიენიჭებათ მხოლოდ მათ, ვინც შეასრულა თავისი სამხედრო ვალდებულება უკრაინაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი მოთხოვნები შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სტატუსის მისაღებად მიმართვას პირველად გააკეთებს: აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება უკრაინის იმ მოქალაქეებზე, ვისაც მიღებული აქვს დროებითი დაცვის სტატუსი.
ცვლილების თანახმად, 2027 წლის მარტიდან ახლად ჩასულმა, სამხედრო ასაკის (23-დან 60 წლამდე) მამაკაცებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყანა კანონიერად დატოვეს. სტატუსის მისაღებად მათ უნდა წარადგინონ პასპორტი გასვლის ბეჭდით ან უკრაინის კანონმდებლობით სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების/ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
ამასთან, უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – 2027 წლის მარტიდან 2028 წლის 4 მარტამდე.
ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრ ჯიმ ო’კალაჰანის განცხადებით, მექანიზმის გაგრძელება უკრაინიდან წასული ადამიანებისთვის „უზრუნველყოფს სიცხადესა და პროგნოზირებადობას“.
გადაწყვეტილება ძალაში შევა საბოლოო დამტკიცებისა და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე. ეს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში მოხდება.
დროებითი დაცვის მექანიზმი ევროკავშირში 2022 წლის მარტიდან მოქმედებს. ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ამ სტატუსით დაახლოებით 4,38 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0