დღეიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგამოცდა
გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოცდა სტიქიის გამო 13 ივლისს გაუუქმდათ, სააგენტოს წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ ახალი თარიღების შესათანხმებლად.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დღეიდან, 14 ივლისიდან თელავში მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მანამდე, 12 ივლისს თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, სააგენტომ იძულებით გააუქმა 13 ივლისს დაგეგმილი როგორც პირველი (მოედანი), ისე მეორე (ქალაქი) ეტაპის პრაქტიკული გამოცდები.
„გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიარონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოცდა სტიქიის გამო 13 ივლისს გაუუქმდათ, სააგენტოს წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ ახალი თარიღების შესათანხმებლად.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0