https://sputnik-georgia.com/20260714/sarjveladze-gripis-vaqcinaciis-danergvis-gonisziebas-daeswro-299635354.html
მინისტრი გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო
მინისტრი გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო
Sputnik საქართველო
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები 3 დღის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-14T19:00+0400
2026-07-14T19:00+0400
2026-07-14T19:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f9f7fcdefde804f493ab5c9236f47db7.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 14-17 ივლისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რეგიონული პარტნიორობის მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და მდგრადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბება.აშშ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და საქართველოს ოფიციალური პირები მონაწილეობენ.უწყების ცნობით, სამდღიანი ღონისძიება მოიცავს სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), ასევე სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ. ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის მნიშვნელობა.უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები დამსწრეებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ და იმსჯელებენ სამომავლოდ აღნიშნული დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის გეგმებზე.შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა. საქართველომ გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობასთან (PIVI - Partnership for Influenza Vaccine Introduction) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კამპანიები, რათა მოსახლეობა, განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფები, დაცული იყოს ვირუსის გართულებებისგან წლების განმავლობაში პარტნიორობამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს საქართველო სრულად აფინანსებს და ქვეყნის მასშტაბით უფასოდ უზრუნველყოფს ასიათასობით დოზა მაღალი ხარისხის ოთხკომპონენტიან ვაქცინას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_06c0081b552482e22427b51cac35b6da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები 3 დღის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 14-17 ივლისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონული პარტნიორობის მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და მდგრადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბება.
აშშ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და საქართველოს ოფიციალური პირები მონაწილეობენ.
უწყების ცნობით, სამდღიანი ღონისძიება მოიცავს სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), ასევე სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ.
ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის მნიშვნელობა.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები დამსწრეებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ და იმსჯელებენ სამომავლოდ აღნიშნული დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის გეგმებზე.
შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველომ გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობასთან (PIVI - Partnership for Influenza Vaccine Introduction) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კამპანიები, რათა მოსახლეობა, განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფები, დაცული იყოს ვირუსის გართულებებისგან
წლების განმავლობაში პარტნიორობამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს საქართველო სრულად აფინანსებს და ქვეყნის მასშტაბით უფასოდ უზრუნველყოფს ასიათასობით დოზა მაღალი ხარისხის ოთხკომპონენტიან ვაქცინას.