პოლიციამ თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
დანაშაული 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ბინის გაქურდვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0