ბათუმში საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა იწყება

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
მეუფე დიმიტრის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ეკლესია, სახელმწიფო და ბიზნესი ერთობლივად განახორციელებენ.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბათუმში საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
11,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება. მასში განთავსდება ხანდაზმულთა დღის ცენტრი, რომელიც დღის განმავლობაში 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურება; 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ინკლუზიური ჯგუფით, ასევე 150 ადამიანზე გათვლილი ხანდაზმულთა თავშესაფარი - რომლის მობინადრეებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან 24-საათიანი მზრუნველობითა და მუდმივი საცხოვრებლით.
„ეს არის ძალიან მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც დღეს ოფიციალურად აიღო სტარტი. საუბარია საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრ „ბეთლემზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორსა და ინიციატორს — ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის.
„როგორც ხედავთ, ეს არის მრავალფუნქციური ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვაა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ იდეის ავტორი და შთაგონების წყარო გახდა, განსაკუთრებით კი მეუფე დიმიტრის“, — განაცხადა კობახიძემ.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ პროექტი
Проект благотворительно-образовательного центра Вифлеем в Батуми - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ პროექტი
მეუფე დიმიტრის განცხადებით, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ოცნება იყო.
„ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას ილია II-ის ხსოვნას ვუძღვნით“, — განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს ეკლესია, სახელმწიფო და ბიზნესი ერთობლივად განახორციელებენ.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გუმბათი“ შეასრულებს. მშენებლობის დასრულება ორ წელის განმავლობაში იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0