https://sputnik-georgia.com/20260714/15-ivlisidan-tbilisi-shanxais-aviareisebi-daiwyeba-299630934.html
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება
Sputnik საქართველო
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-14T15:29+0400
2026-07-14T15:29+0400
2026-07-14T15:29+0400
საქართველო
ჩინეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0e/299629431_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_eecf9d0b4cb2243d5e2f9a2ce3274167.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიაკომპანია China Eastern Airlines რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. როგორც უწყებაში განმარტეს, ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება. ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ამ დროისთვის ბილეთის საშუალო ფასი 500-660 დოლარს შორის მერყეობს. China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. Air China 2025 წლის დეკემბრიდან ასრულებს რეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი). ასევე 2023 წლიდან China Southern Airlines თბილისი – ურუმჩის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს 5 სიხშირით ასრულებს. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0e/299629431_101:0:1701:1200_1920x0_80_0_0_624ea3b5de089b284a34af9eebc29064.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიაკომპანია China Eastern Airlines რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
როგორც უწყებაში განმარტეს, ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ამ დროისთვის ბილეთის საშუალო ფასი 500-660 დოლარს შორის მერყეობს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. Air China 2025 წლის დეკემბრიდან ასრულებს რეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი). ასევე 2023 წლიდან China Southern Airlines თბილისი – ურუმჩის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს 5 სიხშირით ასრულებს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).