რა ეტაპზეა ხინოს მამათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthსარესტავრაციო სამუშაოები
სარესტავრაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დასრულდა ფასადის მოპირკეთება, გუმბათის მოწყობა და გადახურვითი სამუშაოები.
უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად, მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.
პირველ და მეორე ეტაპებზე კი ნაეკლესიარზე ჩატარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, რაც ისტორიული კედლების გამაგრებას, გაწმენდასა და სამარხების კონსერვაციას ითვალისწინებდა.
„კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხინოწმინდა დღეს უკვე არა მხოლოდ სულიერი ცენტრი, არამედ იგი მთის აღორძინების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი კერაა", - განაცხადა პატარაძემ.
მისი თქმით, ისტორიული ხეობის მდგრადი სოციალური, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ისე ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხინოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე კინტრიშის ხეობაში, ბათუმიდან 60 კმ-ში მდებარეობს, თითქმის 11 საუკუნეს ითვლის. დღეს ტაძრის მხოლოდ რამდენიმე კედელია შემორჩენილი და ის, არქიტექტურული სტილის მიხედვით, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
ყველა ახალი ამბავი
0