ნაქირავებ ბინაში 21 წლის ბიძაშვილი გოგონა გაგუდა: პოლიციამ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი თბილისში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 26 ივნისს იპოვეს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სამართალდამცავებმა თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
დაკავებულს თავისი ბიძაშვილის, 21 წლის ფატიმა კერამოვას მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, მან ახალგაზრდა გოგონა თბილისში ნაქირავებ ბინაში გაგუდა.
გამოძიების მიხედვით, 2026 წლის 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. 25 ივნისის საღამოს კი მან ვარკეთილში ნაქირავებ ბინაში გოგონა გაგუდა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა - ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დანიშნეს, რის შემდეგაც ის საქართველოში შეყვარებულთან ერთად გამოიქცა. მოკლულის ახლობლების თქმით, მალევე ქალი მეგობარმა მამაკაცმა გაქურდა და ქუჩაში დატოვა.
მოკლულის ოჯახის ვერსიით, მომხდარის შემდეგ „ოჯახის ღირსების აღდგენის“ მოტივით საქართველოში ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.
ყველა ახალი ამბავი
0