https://sputnik-georgia.com/20260712/policiam-arasrulwlovnebi-daakava-299605046.html
პოლიციამ ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავა
პოლიციამ ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 8-წლამდე ვადით პატიმტობას ითვალისწინებს. 12.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-12T17:42+0400
2026-07-12T17:42+0400
2026-07-12T17:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_0:110:2362:1439_1920x0_80_0_0_6d260558ffbb183406b4c3cd5b92ddbe.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება. გამოძიება სსკ-ის 78-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_412:193:2250:1572_1920x0_80_0_0_1e5e141e9542a0d9f5b62ff1dbb0790e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
პოლიციამ ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავა
დანაშაული 8-წლამდე ვადით პატიმტობას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
გამოძიება სსკ-ის 78-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.