ქურდობა, ძარცვა, ძალადობა: არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2026
გამოწერა
მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მაისში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 336 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში 18 წლამდე 408 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
თუმცა, დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვნების თანამონაწილეობა ან ჩაბმა ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის გაზრდას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0