თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით კილონახევრამდე წონის ნარკოტიკული საშუალებები "მეფედრონი" და "ალფა პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0