თბილისში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და თანხას.
სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0