https://sputnik-georgia.com/20260711/saqartvelosi-dedis-rzis-pirveli-banki-gaixsna-299593993.html
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
Sputnik საქართველო
სამინისტროს განცხადებით, რძის ბანკის გახნა განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 11.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-11T15:22+0400
2026-07-11T15:22+0400
2026-07-11T15:22+0400
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო საქართველოში დედის რძის პირველმა ბანკმა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბანკის გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, დედის რძის ბანკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით. პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით. ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით. უწყების ცნობით, პროგრამის მთავარი მიზანია უსაფრთხო მკურნალობის პირობების შექმნა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ხელს შეუწყობს გართულებების, მათ შორის მძიმე ინფექციებისა და განვითარების შეფერხების რისკის შემცირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
სამინისტროს განცხადებით, რძის ბანკის გახნა განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო საქართველოში დედის რძის პირველმა ბანკმა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბანკის გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, დედის რძის ბანკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით.
პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით.
ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.
უწყების ცნობით, პროგრამის მთავარი მიზანია უსაფრთხო მკურნალობის პირობების შექმნა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ხელს შეუწყობს გართულებების, მათ შორის მძიმე ინფექციებისა და განვითარების შეფერხების რისკის შემცირებას.