მოზარდის დაჭრა: თელავში 3 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თელავში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0