ბიძაშვილი გოგოს მკვლელობისთავის ძებნილი პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
ბრალდებული თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით დააკავეს.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულმა ემინ ალიევმა მიმდინარე წლის 27 ივნისს თბილისში დროებით საცხოვრებელ ბინაში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ბიძაშვილ გოგონას, 21 წლის ფატიმა კერიმოვას, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
ბრალდებული თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა - ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დანიშნეს, რის შემდეგაც ის საქართველოში შეყვარებულთან ერთად გამოიქცა. მოკლულის ახლობლების თქმით, მალევე ქალი მეგობარმა მამაკაცმა გაქურდა და ქუჩაში დატოვა.
მოკლულის ოჯახის ვერსიით, მომხდარის შემდეგ "ოჯახის ღირსების აღდგენის" მოტივით საქართველოში ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.
ყველა ახალი ამბავი
0