თბილისში ეზოში ხმაურის გამო მეზობელმა მოზარდი დანით დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ვაშლიჯვარში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცსა და მოზარდების ჯგუფს შორის ჩხუბი ეზოში ხმაურის გამო დაიწყო.
ჩხუბის დროს ბრალდებულმა ერთ-ერთ მოზარდს დანა რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის ნათესავების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათი თქმით, 15 წლის მოზარდს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0