რუსთავში სამარშრუტო მიკროავტობუსში ქურდობის მცდელობაზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორივე დაკავებული წარსულში ამავე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0