https://sputnik-georgia.com/20260708/tbilissa-da-regionebshi-narkotiki-amoiges-299526445.html
თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T11:29+0400
2026-07-08T11:29+0400
2026-07-08T11:33+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
11:29 08.07.2026 (განახლებულია: 11:33 08.07.2026) დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.