https://sputnik-georgia.com/20260708/policiam-qurdul-samkarostan-kavshiris-braldebit-29-piri-daakava-299531537.html
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T13:45+0400
2026-07-08T13:45+0400
2026-07-08T13:45+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. კიდევ 3 პირს კი, რომელთა შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი” ბესიკ ჯაფარიძეა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები მასთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. კიდევ 3 პირს კი, რომელთა შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი” ბესიკ ჯაფარიძეა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები მასთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.
„დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.