https://sputnik-georgia.com/20260708/enqam-saqartvelos-umaglesi-ganatlebis-sistema-agiara-299541393.html
მიქანაძე: საქართველოში განათლების ხარისხის მექანიზმები თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან
მიქანაძე: საქართველოში განათლების ხარისხის მექანიზმები თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T20:57+0400
2026-07-08T20:57+0400
2026-07-08T20:57+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან სრულად თავსებადად აღიარა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.როგორც ადრე სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფაა.მინისტრმა ამას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება უწოდა.„სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება საფუძველი იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმართოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს (EQAR), რათა უკვე ამ შემოდგომაზე მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება“, – აღნიშნა მიქანაძემ.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაცია EQAR-ში შეჩერებულია, ორგანიზაციის ვებგვერდზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა.გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის(ENQA) ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება - ჯგუფი საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია. ამის ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით.განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის ქვეშაა.საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე აკონტროლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.რაც შეეხება ENQA-ს, იგი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს. ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მიქანაძე: საქართველოში განათლების ხარისხის მექანიზმები თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან
მინისტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან სრულად თავსებადად აღიარა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
როგორც ადრე სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფაა.
„ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები, სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა ამას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება უწოდა.
„სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება საფუძველი იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმართოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს (EQAR), რათა უკვე ამ შემოდგომაზე მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაცია EQAR-ში შეჩერებულია, ორგანიზაციის ვებგვერდზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის(ENQA) ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება - ჯგუფი საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია.
ამის ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის ქვეშაა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე აკონტროლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.
რაც შეეხება ENQA-ს, იგი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს. ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).