https://sputnik-georgia.com/20260707/regionebshi-zaglebis-sterilizacia-chipireba-upasod-chatardeba-299519541.html
რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება
რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება
Sputnik საქართველო
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა... 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T23:00+0400
2026-07-07T23:00+0400
2026-07-07T23:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278705856_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_5fc06a1af8a5cbf97096ee258f9af95c.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სურსათის ეროვნული სააგენტომ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.უწყების ცნობით, სააგენტომ იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში არეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას უტარებს ძუ ძაღლებს. პროგრამის ფარგლებში, გარდა არსებული თავშესაფრებისა, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობაც.სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/13/278705856_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8e8473c49ac46c33c4256d6af5c5541a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მნიშვნელოვანი.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტომ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
უწყების ცნობით, სააგენტომ იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.
„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი იაკობაშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში არეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას უტარებს ძუ ძაღლებს.
პროგრამის ფარგლებში, გარდა არსებული თავშესაფრებისა, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობაც.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.