საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება: მმართველი პარტიის რეაქცია ეუთოს რეზოლუციაზე

© photo : Официальная страница сессии на facebookთბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესია გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ქვეყნის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი კი, ფაქტობრივად, იმეორებს ქართული ოპოზიციის ბრალდებებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტმა 6 ივლისს მხარი დაუჭირა უილსონის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ. დოკუმენტი შეიცავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კრიტიკას, ასევე საუბარია მმართველი პარტიის გავლენის გაძლიერებასა და ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავებებზე.
„პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ეხება არჩევნებს, კანონმდებლობასა და შიდაპოლიტიკურ პროცესებს, სრულად მორგებულია ოპოზიციის რიტორიკას და სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის ბრალდებებს. ეს არის კიდევ ერთი, უკვე რაღაც აკვიატებამდე მისული მცდელობა ამ ადამიანის, რომ საკუთარი ვიწროპოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით ბოროტად გამოიყენოს საკუთარი წევრობა თუნდაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და საქართველოსთვის დამაზიანებელი ბრალდებები კიდევ ერთხელ გააჟღეროს“, – განაცხადა მახაშვილმა.
ანალოგიური შეფასებით გამოვიდა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
„საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება. ამისთვის სპეციალურად არიან გამოყოფილები ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს, რომ განახორციელონ ამოცანები, რომლებიც მათ და არა ქართველი ხალხის ინტერესშია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესია გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. დღეს, 7 ივლისს საკომიტეტო განხილვები დასრულდება, რის შემდეგაც რეზოლუციების პროექტების, მათ შორის, საქართველოს შესახებ უილსონის მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა პლენარულ სესიაზე გაგრძელდება.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ოფიციალური თბილისის პოზიციას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0