https://sputnik-georgia.com/20260707/marijanis-quchidan-mosaxleobis-evakuacia-ar-igegmeba-299516310.html
მარიჯანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება: ექსპერტიზის პირველადი დასკვნა
მარიჯანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება: ექსპერტიზის პირველადი დასკვნა
Sputnik საქართველო
სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიურო დაჩქარებული წესით მოამზადებს დასკვნას საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით. 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T15:29+0400
2026-07-07T15:29+0400
2026-07-07T15:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810118_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_b02a672362c58d0d9118f34027bbf98b.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მარიჯანის ქუჩიდან, სადაც სამშენებლო ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. უხვი ნალექის შედეგად მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან", მარიჯანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე მიწა გუშინ საღამოს ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებლობის ტერიტორიის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარეობს. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას. დეველოპერული კომპანია გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებს, სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიურო კი დაჩქარებული წესით მოამზადებს დასკვნას საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურიც. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდაპირველად აღნიშნული სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტმა" კორპუსის ნახევარი ააშენა, თუმცა შემდეგ აშენებული ნაწილი დაანგრიეს და საძირკველი ამ მდგომარეობაში დატოვეს. ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა შპს "საბურთალოზეა" გაცემული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810118_367:405:2557:2048_1920x0_80_0_0_73bf5a9c4bef88de488fb5eb22779891.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მარიჯანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება: ექსპერტიზის პირველადი დასკვნა
სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიურო დაჩქარებული წესით მოამზადებს დასკვნას საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მარიჯანის ქუჩიდან, სადაც სამშენებლო ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უხვი ნალექის შედეგად მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან", მარიჯანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე მიწა გუშინ საღამოს ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებლობის ტერიტორიის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარეობს.
ექსპერტების წინასწარი შეფასებით, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას. დეველოპერული კომპანია გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებს, სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიურო კი დაჩქარებული წესით მოამზადებს დასკვნას საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„პირველადი დასკვნით გავიგეთ, რომ არ არის საფრთხის შემცველი კორპუსში ცხოვრება, ასევე იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც და მათი პირველადი დასკვნაც ასეთი იყო. ჩვენი მხრიდან წერილი გაგზავნილია სამხარაულის ეროვნულ ბიუროში და დაჩქარებული წესით მოხდება დასკვნის მომზადება. შესაბამის დეველოპერულ კომპანიას უნდა დაევალოს ქვაბულის გამაგრება და ასევე აღნიშნული კომპანია დაჯარიმებული არის მუნიციპალიტეტის ინსპექციის მიერ", - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა.
თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდაპირველად აღნიშნული სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტმა" კორპუსის ნახევარი ააშენა, თუმცა შემდეგ აშენებული ნაწილი დაანგრიეს და საძირკველი ამ მდგომარეობაში დატოვეს. ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა შპს "საბურთალოზეა" გაცემული.